ევროკავშირის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

9 დეკემბერი 2025

8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობა კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ასევე მიმდინარე გამოწვევები.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია, ასევე ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში.