23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა პროექტის „VIRTUALLYEDU – ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება“ საინფორმაციო შეხვედრა.
სიახლეები
სექ
კავკასიის უნივერსიტეტისა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა
კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: მაკროეკონომიკა, ვაჭრობა და ინტერკულტურული ბიზნესი: გერმანია და სამხრეთ კავკასია”, ოფიციალურად გაიხსნა.
სექ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია EAIE-ის კონფერენციაზე
9-12 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, ქალაქ გოტენბურგში, შვედეთი, EAIE-ის (European Association for International Education) ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე იმყოფებოდა.
სექ
კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო სესიები დაიწყო
5 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.
სექ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურინის უნივერსიტეტს შორის, იტალია
კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურინის უნივერსიტეტს შორის, იტალია, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
სექ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება არიელის უნივერსიტეტთან
კავკასიის უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას, ასევე კვლევითი და ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.
აგვ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებთან
29 აგვისტოს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.
ივლ
თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულება კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (სან ბერნარდინო)
26 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (სან ბერნარდინო), რაც უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ივლ
კოჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
21-25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კოჩის უნივერსიტეტის, თურქეთი, პროფესორს, ჩეთინ ჩელიკს ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.
ივლ
საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის
24-25 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრები გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.
