საინფორმაციო შეხვედრა / Info Session - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

12 მაისი 2022

24 მაისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.  

 

საინფორმაციო შეხვედრას წარუძღვებიან: ბენ შაუმეტი - რენის ბიზნესის სკოლის დეკანის უფროსი მრჩეველი და ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის,  იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც რენის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნობიან პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ  დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 21 მაისამდე რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე