15 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში (A5 აუდიტორია) ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი – „ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში“.
კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება. მონაწილეები სპეციალურ პროგრამაში (Kahoot) უპასუხებენ კითხვებს გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და ტურიზმის თემებზე. თითოეული მომდევნო ეტაპი უფრო რთული იქნება.
-
I ეტაპი – მარტივი სირთულის 20 შეკითხვა;
-
II ეტაპი – საშუალო სირთულის 15 შეკითხვა;
-
III ეტაპი – რთული სირთულის 10 შეკითხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI–XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა, ასევე, გუნდის დაკომპლექტება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან. აუცილებელია, გუნდში მინიმუმ ერთ მონაწილეს ჰქონდეს სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა, რათა შეძლოს პროგრამის გამოყენება.
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
