მწვანე სკოლაში (დიღმის ფილიალი) 2026 წლის 22 სექტემბერს, 13:00 საათზე, სამხრეთ კავკასიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროექტის (PROVE) ფარგლებში გაიმართება სათემო აქტივობა (Community Action) თემაზე - „ფინანსური განათლება“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, ფინანსური ინფორმაციის გააზრებულ შეფასებაზე, ფინანსური რესურსების პასუხისმგებლიან მართვასა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც ხელს უწყობს ფინანსურად ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის, ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და მშვიდობის მშენებლობისა და ურთიერთგაგების კულტურის განვითარებისთვის.
აქტივობას ფასილიტაციას გაუწევენ პროექტში ჩართული კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები/მენტორები.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: kvasadze@cu.edu.ge
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი „Erasmus+“-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე და ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომას.
პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობით. VaKE არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.
