საინფორმაციო შეხვედრა - კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი პროგრამა ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ)

2 ივნისი 2023

2 ივნისს, 13:00 საათზე, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია პირველი 3 წლიანი ერთობლივი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან (აშშ) ერთად ახორციელებს.

 

პროგრამის პრეზენტაციას წარუძღვებიან: შოთა ნიჟარაძე - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

FDU-ის საერთაშორისო რეიტინგები და აკრედიტაცია: ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი ნიუ ჯერსიში; აკრედიტებული ABET-ის კომპიუტერული აკრედიტაციის კომისიის (CAC) მიერ; აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრი.

 

პროგრამის კოდი ცნობარში - 1220117

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.