9-10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“ - უმასპინძლებს.
კონფერენცია ტარდება Erasmus+ ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ინიციატივის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის თანადაფინანსებით.
საერთაშორისო კონფერენცია გახსნის კავკასიის უნივერსიტეტის „სამეცნიერო კვირეულს 2026“ და გააერთიანებს მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის:
- კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა;
- უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური გამოწვევები;
- განათლების როლი ევროპულ ინტეგრაციაში;
- ევროპული ღირებულებები და იდენტობა;
- საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის ევროპული პერსპექტივები.
პლენარული მოხსენებები
9 ოქტომბერი, 10:00
- პროფ. ოლესია პლოტნიკი - მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„მედიაცია და სამართლებრივი ინოვაციები გაფართოების პროცესში“ - პროფ. რადუ კარპი - ბუქარესტის უნივერსიტეტი
„2027 წლის არჩევნები ევროპაში: გაფართოება და კანონის უზენაესობის გზაჯვარედინი“ - პროფ. გურანდა ჭელიძე - კავკასიის უნივერსიტეტი
„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია 2022 წლის შემდეგ“
კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავს თემატურ პარალელურ სესიებს - „სამართალი, პოლიტიკა და მმართველობა“ და „განათლება, საზოგადოება და კულტურა“, ქართულენოვან სესიას, ასევე საერთაშორისო ონლაინ სესიას, რომელიც ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
კონფერენცია შექმნის შესაძლებლობას საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, იდეებისა და კვლევის შედეგების გაზიარებისთვის და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე პროფესიული დისკუსიისთვის.
დაფინანსებულია ევრიკავშირის მიერ. კონფერენციაზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის, მხოლოდ და მხოლოდ, ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი (EACEA) სააგენტოს მოსაზრებებს. არც ევროკავშირი და არც გრანტის გამცემი ორგანო არ შეიძლება ჩაითვალონ პასუხისმგებელ პირებად.
