ნინო ჟიჟილაშვილის მასტერკლასი CU კამპუსში

4 ნოემბერი 2021

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, მასტერკლასი გაიმართება, რომელსაც ჩაატარებს კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი.

 

მასტერკლასი მათთვისაა:

 

ვისაც გინდათ ისწავლოთ ჟურნალისტიკა კავკასიის მედიის სკოლაში;

ვისაც გაინტერესებთ, რა პროფესიაა ეს;

ვისაც გაქვთ სურვილი, გაიგოთ, სწორია თუ არა თქვენი არჩევანი;

ვისაც გიჩნდებათ კითხვები: 

-        რა გამოწვევები აქვს დღეს მედიას?

-        ვის უნდა ემსახურებოდეს?

-        როგორ უნდა იყოს ჟურნალისტი პრინციპულიც და ეთიკურიც?

-        როგორ უნდა აირიდოს გავლენები?

-        როგორ უნდა გახდეთ პროფესიაში წარმატებული?

 

მასტერკლასის ფარგლებში თქვენ გადაიღებთ, დაამონტაჟებთ, მოსინჯავთ სტუდიურ ჩაწერას.

 

დაინტერესებული პირები, დარეგისტრირდით ბმულზე.