ონლაინ ვორკშოპი - „5 ყველაზე დიდი ტენდენცია რომლებიც ფუნდამენტურად ცვლიან ფინანსებს და ფულის არსს"

12 ოქტომბერი 2021

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ონლაინ ვორკშოპი გაიმართება თემაზე - "5 ყველაზე დიდი ტენდენცია რომლებიც ფუნდამენტურად ცვლიან ფინანსებს და ფულის არსს"/"The 5 BIGGEST trends fundamentally reshaping finance and money".

 

ვორკშოპს ჩაატარებს კურსის პროფესორი, მალიკ კოტადია, Global Impact FinTech Forum -ის დამფუძნებელი, ციფრული ფინანსების ევანგელისტი და global top 100 fintech ინფლუენსერი.

 

ვორკშოპი კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB) და გლობალური ფინტეკ ფორუმის (GIFT) ერთობლივი სასერტიფიკატო კურსის "ფინტეკი - ფინანსების მომავალი" გაცნობის მიზნით გაიმართება. სპიკერი, მსმენელს კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და აუდიტორიის კითხვებს უპასუხებს.

 

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე.

 

დარეგისტრირებულებს შეხვედრის ბმულს წინასწარ გამოგიგზავნით.