25 ივლისს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის აუდიტორია C9-ში, განათლების სკოლის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება „ღია სივრცე პაატა პაპავასთან ერთად".
ფასილიტატორები:
- პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
- ელენე ბეთლემიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ- პროფესორი.
შეხვედრა ღიაა ყველასთვის - მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს გაატაროს საინტერესო დღე პაატა პაპავასთან ერთად.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- ბედნიერების მრავალკუთხედი;
- ახალი იდეები სწავლისა და განვითარებისთვის;
- ხელოვნური ინტელექტი სწავლა-სწავლებაში;
- ემოციური ინტელექტის განმავითარებელი აქტივობები.
ადგილების რაოდენობა: შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.