ონლაინ სასწავლო კურსების პრეზენტაცია პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ

2 ივნისი 2023

2 ივნისს, 18:00 საათზე, Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში,გაიმართება ონლაინ სასწავლო კურსების პრეზენტაცია პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

 

ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმება პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.

 

შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ ონლაინ ტრენინგის კურსების პროგრამას.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მმათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.

 

გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.