საჯარო ლექცია „როგორ გავხდეთ Apple/Tesla/Google და სხვა ცნობილი კომპანიების აქციონერები“

4 მაისი 2022

2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: “როგორ გავხდეთ Apple/Tesla/Google და სხვა ცნობილი კომპანიების აქციონერები”.

 

ლექციას წაიკითხავს Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების მთავარი ანალიტიკოსი - ნიკოლოზ მაზანაშვილი.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აქციებით ვაჭრობა, აქციებში ფულის დაბანდება, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღების და კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ასევე საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და შესაძლო რისკები.

 

ღონისძიება დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ უნდა გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა Apple, Tesla, Google, Amazon და თან გარკვეული თანხა გამოიმუშაოთ.

 

მონაწილეობის მსურველები 30 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე