სასერტიფიკატო პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - ლექცია IV

27 აპრილი 2022

 

23 მაისს, 11:00 საათზე, სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - ფარგლებში რიგით მეოთხე ონლაინ ლექცია გაიმართება.

 

ლექციის თემა: „მოწოდება ცნობიერების ამაღლებისკენ“

 

ლექციას ჩაატარებს ყატარის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული ურთიერთობებისა და პარტნიორობის მენეჯერი - ფატიმა ალ-ალი, რომელიც ყატარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია.

 

მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) უახლესი პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მიზნად ისახავს 7 ინტერესის სფეროდან (განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი, და ტექნოლოგიები და მონაცემები) ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს.

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე

 

შემდგომი თვის ლექციის განრიგი:

 

  • ლექცია V- 13 ივნისი, 11.00 საათი