მოწვევა სტუდენტებისთვის მშვიდობის განათლების სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

26 მარტი 2026

უნივერსიტეტი იწვევს მოტივირებულ სტუდენტებს მონაწილეობაის მისაღებად უნიკალურ საერთაშორისო პროგრამაში, რომლის მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა.

 

პროგრამა ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე, რაც ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომებს და ხორციელდება ავსტრიის, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

შერჩეული სტუდენტები:

 

  • მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებში
  • ითანამშრომლებენ თანატოლებთან საქართველოდან და სომხეთიდან მშვიდობაზე ორიენტირებულ სათემო პროექტებზე
  • მიიღებენ მონაწილეობას 3-დღიან საერთაშორისო სტუდენტურ შეხვედრაში, რომელიც გაიმართება საქართველოში (10–14 მაისი), კავკასიის უნივერსიტეტში
  • შეიძენენ გამოცდილებას მშვიდობის აღმშენებლობის, ინტერკულტურული დიალოგისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებზე
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

 

  • განათლების ფაკულტეტის ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები (მეორე და მესამე კურსის) ან მაგისტრატურის სტუდენტი (პირველი კურსის)
  • ინტერესი მშვიდობის განათლების, სოციალური საკითხების ან საზოგადოებრივი განვითარების მიმართ
  • საერთაშორისო თანამშრომლობასა და დიალოგში მონაწილეობის მოტივაცია
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (პროექტის სამუშაო ენაა ინგლისური)
  • მზადყოფნა ყველა ტრენინგსა და პროექტის აქტივობაში სრულფასოვანი მონაწილეობის მისაღებად

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი.

 

აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ: ფოსტაზე: kvasadze@cu.edu.ge agoglichidze@cu.edu.ge