კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის შეხვედრა დაინტერესებულ მხარესთან (Stakeholders)

28 აპრილი 2026

27 აპრილს, Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs – „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტურიზმის სკოლის აფილირებულ ასისტენტ პროფესორ ნატო რობიტაშვილსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მთავარ სპეციალისტ გიორგი ქემერტელიძეს შორის.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით კომპეტენციების განვითარებაში და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

 

დისკუსია, ასევე, შეეხო ტურიზმის სფეროში თანამედროვე გამოწვევებს, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მოსამზადებლად.

 

შეხვედრის შედეგად მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისა და ENRICHER Hubs-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მიმართულებით.