მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში, შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან

29 იანვარი 2024

ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან თბილისის N55-ე, მარნეულის N2-ე  და თბილისის რობერ შუმანის ევროპულ სკოლაში.

 

შეხვედრების დროს პროექტის ავტორმა - გიორგი ჯოლოგუამ მონაწილე პედაგოგებს გააცნო მედიაწიგნიერების კომპეტენციის სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მიდგომების გამოცდილება.

 

პროექტის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრების მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და მისი სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მოდელების შესახებ.