ახალი სილაბუსების პრეზენტაცია ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

26 ოქტომბერი 2022

                                     

 

ახალი სილაბუსების პრეზენტაცია

ჟან მონეს მოდულის ფარგლებში - EU-LP-GE

                                     

 

 

25 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ახალი ჟან მონეს მოდულის ფარგლებში („სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“) სამართლის სამაგისტრო და სამართლის საბაკალავრო პროგრამებში ევროკავშირის შესახებ სწავლების ინტეგრირებისა და გაძლიერების თაობაზე.

 

შეხვედრაზე, ჟან მონეს მოდულის პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ, გააკეთეს პრეზენტაციები ახალი სილაბუსების მიზნების, შინაარსის, სწავლების მეთოდების, სასწავლო ლიტერატურის თაობაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები ირენა მელუა, ბუბა ლეჟავა და ნუგზარ სხირტლაძე, სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული დირექტორები, სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ხარისხის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.

 

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ახალი სილაბუსების შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან. გაიცა რეკომენდაციები და წინადადებები.

 

დღის წესრიგი

პრეზენტაცია