ლექციები ჟან მონეს კათედრის EU-PPS ფარგლებში

30 სექტემბერი 2026

Erasmus+ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (Jean Monnet Chair 101175522 - EU-PPS), 2026 წლის შემოდგომის სემესტრში მიმდინარეობს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კათედრით გათვალისწინებული სალექციო კურსების სწავლება:

 

  1. ევროპის თანამედროვე ისტორია - XIX ს. 70-იანი წლებიდან დღემდე (პროფ. გ. ჭელიძე)- ორშაბათი, 18:00, 22 სტუდენტი;
  2. ევროკავშირის სამართალი (პროფ. გ. ჭელიძე)-სამშაბათი, 18:00, 21 სტუდენტი.

  

სალექციო კურსებზე სულ რეგისტრირებულია 43 სტუდენტი. თითოეულ სასწავლო კურსზე სასწავლო პროცესი მოიცავს 30  საათს.

 

სწავლება სალექციო კურსებზე მიმდინარეობს ჟან მონეს კათედრის ფარგლებში მომზადებული და დამტკიცებული სილაბუსებით.