ონლაინ ვებინარი სომხეთში ერაზმუს+ 2021-2027 წლების პროგრამასთან დაკავშირებით

10 აპრილი 2021

 

 

 

8-9 აპრილს, სომხეთში გაიმართა ონლაინ ვებინარები Erasmus+ 2021-2027 წლების პროგრამასთან დაკავშირებით.

 

სომხეთის ერაზმუსის ეროვნული ოფისის მხრიდან საქართველოდან შეხვედრაზე მიიწვიეს ეკატერინე ქარდავა და ირინა ქურდაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით, Jean Monnet Activities სფეროში.

 

9 აპრილს, პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ წარადგინა ორი უნივერსიტეტის 3 აქტივობა, კერძოდ, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტები „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“/LFEU (კოორდინატორი სოფიო შენგელია) და „ევროპული სწავლების სამკუთხედი“/TEESS (კოორდინატორი გურანდა ჭელიძე) და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“/EUEAA (კოორდინატორი ეკატერინე ქარდავა). განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების წარმატების განმსაზღვრელ კრიტერიუმებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბენეფიციარი ქვეყნების ერაზმუსის ეროვნული ოფისები, ასევე, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პრეზენტაცია.