RURD-ის პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

20 თებერვალი 2020

                           

                                    

 

17 თებერვალს, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტზე „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა, პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონული ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად.

 

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. თითოეულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო SWOT ანალიზის  პრეზენტაცია.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში. შეხვედრას ქუთაისში, პროექტის კოორდინატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი),  გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია),  მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონული უნივერსიტეტი, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.