ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ახალციხეში

28 მაისი 2021

 

           

 

27-28 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილემ პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რექტორების ჩართულობით განიხილეს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის დაარსების დეტალები და შეიმუშავეს ხელშეკრულების საბოლოო ვერსია, რომელსაც 2021 წლის ივნისში უნდა მოეწეროს ხელი და შეიქმნას რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.

 

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი, 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან, ასევე საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.