19 მარტიდან 11 აპრილის პერიოდში, PRODIGE პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ოთხმა წარმომადგენელმა, ორი ადმინისტრაციული პერსონალის წევრმა: სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და საერთაშორისო აკრედიტაციის მენეჯერმა და პროექტი PRODIGE-ს ასისტენტმა მარიამ ოშხერელმა, ასევე ორმა აკადემიურმა თანამშრომელმა: პროფესორმა დავით წიკლაურმა და ნინო თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 15-საათიან ონლაინ ტრენინგში „ციფრული განათლების პოტენციალი ინკლუზიისა და უწყვეტი განათლებისთვის“.
ტრენინგი ფოკუსირებული იყო ციფრული განათლების პოტენციალის იდენტიფიცირებაზე ინკლუზიური სასწავლო გარემოს მხარდასაჭერად, ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ევროპულ წარმატებულ პრაქტიკებს, ინოვაციურ ციფრულ სწავლების მეთოდოლოგიებს და მიდგომებს მოსწავლეზე ორიენტირებული, სამართლიანი და მოქნილი საგანმანათლებლო გზების შემუშავებისთვის.
ინტერაქტიული სესიების, შემთხვევებზე დაფუძნებული განხილვებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ღირებული გამოცდილება, რომელმაც საშუალება მისცა შეეძინათ ახალი პერსპექტივები ინკლუზიური ციფრული პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ ინსტიტუციონალურ დონეზე და დაედგინათ მათი შესაბამისობა ეროვნულ პოლიტიკასთან და ევროპულ სტანდარტებთან.
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში ხელს უწყობს უნივერსიტეტის ექსპერტიზის გაძლიერებას ციფრულ პედაგოგიკაში და PRODIGE პროექტის მიზნების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ციფრული უმაღლესი განათლების ეკოსისტემის განვითარებისთვის.
