უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა (INTEGRITY)

11 ივნისი 2019

                             

                                                      

  

 

11 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის - "აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)" ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო პროექტის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვას.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები. მათ წარადგინეს კომენტარები და რეკომენდაციები დოკუმენტთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეჯერებულ ვერსიას ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი წარმოადგენს მმართველი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად.

 

INTEGRITY პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.