ვებინარი "ჰორიზონტ - ევროპის" საპროექტო განაცხადის წერის შესახებ

15 აპრილი 2021

21 აპრილს, იმართება ევროკომისიის მიერ დაგეგმილი ვებინარი, სახელწოდებით "A successful proposal for Horizon Europe: Scientific-technical excellence is key, but don't forget the other aspects", რომელიც წარმოადგენს მიმდინარე წლის 24 მარტს გამართული ვებინარის გაგრძელებას.

 

ღონისძიება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საპროექტო განაცხადის მომზადება, კომუნიკაციის ასპექტები, გენდერის განზომილება და ინფორმაციის გავრცელება.
 
ვებინარი გაიმართება Youtube-ის მეშვეობით 21 აპრილს 12:00საათზე. (საქართველოს დროით).
 
გთხოვთ, იხილეთ სარეგისტრაციო ბმული და დანართი ფაილი.
 
წარმატებას გისურვებთ!