WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამაზე - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - რეგისტრაცია დაიწყო

1 თებერვალი 2022

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამაში, რომელიც დაგაკაშირებთ მეგობრებთან მსოფლიოს გარშემო და მიგაღებინებთ ახალ გამოცდილებას, მაშინ, აუცილებლად, დარეგისტრირდით WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

 

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვილებების მენეჯმენტის ინსტიტუმა (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლასთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულებას თავისი 7 კომისიით/ჩართულობის სფეროთი: განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი, და ტექნოლოგიები და მონაცემები.

 

პროგრამა მიზნად ისახავს 7 ინტერესის სფეროდან ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რაც კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს და ჩაერთნონ დაუვიწყარ მოგზაურობაში კაცობრიობის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

 

WICMI -ის წევრი ექსპერტები მზად არიან გაუზიარონ ცოდნა და დრო კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს და ყოველი თვის ორშაბათ დღეს, თებერვლიდან -ივნისის ჩათვლით, შესთავაზონ ერთ საათიანი ონლაინ ლექცია. შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ჯამში 5 ონლაინ ლექცია გაიმართება. სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხუთივე ლექციაში, გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ პროგამაში მონაწილეობის სერტიფიკატი აკადემიური წლის ბოლოს. პროგრამა მედიის სკოლის სტუდენტებისთვის უფასოა. 

 

პირველი ლექცია გაიმართება 2022 წლის 24 თებერვალს 11:00 საათზე.

 

ლექციის თემა: „კეთილდღეობა სამსახურში: როგორ აუმჯობესებს ნეირომეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლის ემოციურ მდგომარეობას“.

 

ლექციას ჩაატარებს დოქტორი ნიკოლას დიმიტრიადისი, ნეირომარკეტერი, კომუნიკაციების პოფესორი “ნეირომეცნიერება ლიდერობისთვის“ წიგნის ავტორი, ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორი, Optimal HR Group -ის ნეირო ქონსალთინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ათენში, TEDx -სპიკერი. აქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით შემდეგ კომპანიებთან: IKEA, IBM, JTI, Nestle, Johnson&Johnson, AstraZeneca, CISCO,SAP, PierreFabre, CocaCola, T-Mobile, Dixons, Banca Intesa Sanpaolo, Societe Generale, Unicredit, Microsoft, VMware, Raiffeisen Bank, SAP, DELL, ა.შ.

 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. 24 თებერვლის ლექციაზე რეგისტრაციის ვადაა 15 თებერვალი

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. გთხოვთ, რეგისტრაცია გიარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანამდვილებით შეძლებთ დასწრებას.

 

შემდგომი თვეების ლექციების განრიგი: 

  • ლექცია II - 21 მარტი, 11.00 საათი
  • ლექცია III- 18 აპრილი, 11.00 საათი
  • ლექცია IV- 23 მაისი, 11.00 საათი
  • ლექცია V- 13 ივნისი, 11.00 საათი

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.