საერთაშორისო კონფერენცია, 12-13 ოქტომბერი, 2026, კავკასიის უნივერსიტეტი.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აბსტრაქტების მიღებას XI წლიური საერთაშორისო კონფერენციისთვის “განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის.”
კონფერენციისთვის მიიღება ორიგინალური აკადემიური ნაშრომები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამეცნიერო პროგრესს, ციფრულ ტრანსფორმაციას და მდგრადი პრაქტიკის განვითარებას საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს.
კონფერენცია წარმოადგენს მულტიდისციპლინურ, ინტერაქციულ პლატფორმას, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ინოვაციური კვლევები, იდეები და საუკეთესო პრაქტიკა.
კონფერენციის თემატიკა
კონფერენციის თემატიკა განისაზღვრება (თუმცა, არ შემოიფარგლება) შემდეგი მიმართულებებით:
- ინოვაციური პედაგოგიკა, ინკლუზიური განათლება, უწყვეტი სწავლება და საგანმანათლებლო ტექნოლოგიები
- სამეცნიერო კვლევა, გარემოს მდგრადობა და მწვანე განვითარება
- განვითარებადი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია
- საზოგადოება, კეთილდღეობა და გლობალური მდგრადობის გამოწვევები
- ინტერდისციპლინური კვლევები, ინოვაციური ეკოსისტემები და მომავალზე ორიენტირებული განვითარება
- მდგრადი ბიზნესი, ეკონომიკა და მეწარმეობა
- მედია, კომუნიკაცია და ციფრული საზოგადოება
- სამართალი, ადამიანის უფლებები და რეგულაციური ინოვაცია
- მმართველობა, საჯარო პოლიტიკა და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია
- არქიტექტურა, ურბანული დიზაინი და მდგრადი მშენებლობა
კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადის წარსადგენად გთხოვთ, შეავსოთ და გამოგზავნოთ მოცემული ფორმა.
აბსტრაქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ტექნიკური:
- უნდა მოიცავდეს 300-500 სიტყვას
- 3-5 საკვანძო სიტყვა უნდა იყოს მითითებული
სტრუქტურული:
- უნდა მოიცავდეს კვლევითი საკითხის კონტექსტს
- უნდა მოიცავდეს ჩამოყალიბებულ მიზნებს/კვლევით კითხვებს
- უნდა მოიცავდეს მეთოდოლოგიას
- უნდა მოიცავდეს შედეგებს/მოსალოდნელ შედეგებს
სრული ნაშრომის შედგენისა და გაფორმების წესები:
გთხოვთ, სრული ნაშრომის გამოგზავნისას იხელმძღვანელოთ ნაშრომის შედგენისა და გაფორმების წესით.
- განაცხადის ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026
- მიღების შესახებ შეტყობინება: 31 ივლისი, 2026
- საბოლოო ნაშრომის და პრეზენტაციის გამოგზავნა: 30 სექტემბერი, 2026
- კონფერენციის თარიღები: 12-13 ოქტომბერი, 2026
შერჩეული ნაშრომები განიხილება გამოსაქვეყნებლად კავკასიის უნივერსიტეტის კონფერენციის კრებულში.
კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: research@cu.edu.ge
