ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტი (University of California, Berkeley) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო საგანმანათლებლო სესიებზე, რომელიც გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით:
- A - პირველი ექვსკვირიანი სესია: 24 მაისი-2 ივლისი;
- B - ათკვირიანი სესია: 7 ივნისი-13 აგვისტო;
- C - რვაკვირიანი სესია: 21 ივნისი-13 აგვისტო;
- D - ექვსკვირიანი სესია: 6 ივლისი -13 აგვისტო;
- E - სამკვირიანი სესია: 26 ივლისი - 13 აგვისტო;
- F - სამკვირიანი სესია: 6 ივლისი - 23 ივლისი
- 12W -თორმეტკვირიანი სესია: 24 მაისი -13 აგვისტო
სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ზემოთ ჩამოთვლილი, მის მიერ შერჩეული სესიის ფარგლები დარეგისტრირდეს სასურველ კურსზე.
ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს, ვინაიდან, სესიის ღირებულების კალკულაცია ხდება სტუდენტის მიერ არჩეული კურსების რაოდენობის მიხედვით.
განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი
- აშშ-ს არასაიმიგრაციო ვიზა (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას)
- ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი
- შევსებული ელექტრონული განაცხადი
განაცხადის შეტანის ვადებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გათავისუფლებულნი არიან საერთაშორისო მომსახურების საფასურისგან (International Service Fee), რომელიც შეადგენს 400 აშშ დოლარს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული შეღავათით, აუცილებელია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოთ კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან/და დაუკავშირდეთ კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summer@berkeley.edu
იხილეთ ელექტრონული განაცხადის შევსების ვიდეო-ინსტრუქცია.
მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად, გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.