2024 წლის ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა (SUSI)

23 ოქტომბერი 2023

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, აცხადებს მიღებას ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამაზე სტუდენტებისთვის.

 

პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 2024 წლის ზაფხულში 4-5 კვირას  გაატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

მოკლევადიანი პროგრამის მიზანია შეერთებული შტატების შესახებ ცოდნისა და ლიდერული უნარების გაღრმავება.

 

წარსადგენი დოკუმენტები:

 

  • სააპლიკაციო ფორმა Word-ის ფორმატში;
  • ნიშნების ფურცელი (მე-2, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის), პირველი კურსის სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ შუალედური გამოცდის შედეგები (PDF ფორმატში);
  • სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტის პროფესორისგან (ხელმოწერილი, PDF ფორმატში).

 

გთხოვთ, დოკუმენტები გაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiExchanges@state.go დანიშნულებაში მიუთითეთ „2024 SUSI for students”.

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-25 წლის აქტიურ სტუდენტებს.

 

პროგრამის დაფინანსება:

 

პროგრამა ფარავს მონაწილეთა ხარჯებს სრულად (სწავლა, მგზავრობა, ცხოვრება, სასწავლო მასალა, სავიზო მოსაკრებელი და ა.შ)

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!