2024 წლის ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა (SUSI) - მკვლევარებისთვის

25 ოქტომბერი 2023

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, აცხადებს მიღებას ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამაზე მკვლევრებისთვის.  

 

პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 2024 წლის ზაფხულში 5-6 კვირას  გაატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

მოკლევადიანი პროგრამის მიზანია შეერთებული შტატების შესახებ ცოდნისა და ლიდერული უნარების გაღრმავება.

 

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა ვორდის ფორმატში უნდა გაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiExchanges@state.gov  დანიშნულებაში მიუთითეთ „2024 SUSI for Scholars”.

 

პროგრამის დაფინანსება:

 

პროგრამა ფარავს მონაწილეთა ხარჯებს სრულად (სწავლა, მგზავრობა, ცხოვრება, სასწავლო მასალა, სავიზო მოსაკრებელი და ა.შ).

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!