ალფრედ ნობელის უნივერსიტეტო - ვირტუალური პროგრამა 2023

12 სექტემბერი 2023

ალფრედ ნობელის უნივერსიტეტი, უკრაინა, (Alfred Nobel University, Ukraine) პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის აცხადებს ონლაინ გაცვლით პროგრამას 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.


უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ქვემოთ ჩამოთვლილი ვირტუალური კურსებიდან აირჩიონ სასურველი და ისწავლონ უფასოდ:

 

  1. მარკეტინგული მიქსი (მარკეტინგის კომუნიკაციები);
  2. მარკეტინგული კვლევა;
  3. შესავალი ბიზნესში და მენეჯმენტში;
  4. ინგლისური ენის სტატისტიკა;
  5. ბიზნესის ეკონომიკა (მხოლოდ პირველი კურსის სტუდენტებისთვის).

 

 

პროგრამის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი: 2023 სექტემბერი - 2024 იანვარი

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა - 12 სექტემბერ, 2023.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბროშურა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ონლაინ კრედიტების აღიარება არ ხდება.

 

გისურვებთ წარმატებას!