ბიზნესისა და ეთიკის საქმეების განხილვის კონკურსი

21 სექტემბერი 2023

ბოსტონის უნივერსიტეტის ქესტრომის ბიზნეს სკოლა (Boston University Questrom School of Business. USA) აცხადებს დაინტერესებულ პირთა აპლიკაციების მიღებას ბიზნესისა და ეთიკის საქმეების განხილვის კონკურსში.

 

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან.

 

პირველი ეტაპი გაიმართება ონლაინ, რეგიონებს შორის:

 

  • აღმოსავლეთ ევროპა;
  • დასავლეთ ევროპა;
  • ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა;
  • ლათინო ამერიკა;
  • აზია.

 

თითო რეგიონიდან გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად პრიზს, 10,000 ამერიკულ დოლარს, რათა გაემგზავროს მეორე, ფინალურ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.

 

ფინალური ეტაპი გაიმართება სინგაპურში ან ინდონეზიაში, 2024 წლის ივნისში.

 

დაინტერესებულმა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა შექმნან 4-5 კაციანი გუნდი და გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.


რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 28 სექტემბერი, 2023.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gstoller@bu.edu

 

გისურვებთ წარმატებას!