ცეტისის უნივერსიტეტი -„საპასუხისმგებლო კონკურენტუნარიანობა

3 ოქტომბერი 2023

ცეტისის უნივერსიტეტი, მექსიკა (CETYS University, Mexico) დაინტერესებულ პირებს იწვევს ონლაინ პროგრამაში “საპასუხისმგებლო კონკურენტუნარიანობა“ მონაწილეობის მისაღებად (14 ოქტომბერი - 18 ნოემბერი).

 

პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

  • საერთო ეკონომიკური და სოციალური ღირებულების შექმნა;
  • საპასუხისმგებლო კონკურენტუნარიანობა: ფირმებიდან ბაზრებამდე;
  • დაინტერესებული მხარეების სტრატეგიული მართვა;
  • წრიული ეკონომიკა;
  • ESG რეპორტინგი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს).

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 6 ოქტომბერი, 2023.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diana.woolfolk@cetys.mx

 

გისურვებთ წარმატებას!