ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), აცხადებს 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობისათვის გამოყოფილი დაფინანსება იყოფა ყველა პარტნიორ უნივერსიტეტზე საქართველოდან.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
ვალადოლიდის უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:
| 
 აკადემიური საფეხური  | 
 მობილობის ხანგრძლივობა  | 
 პროგრამის დასახელება  | 
 სწავლების ენა  | 
| 
 ბაკალავრიატი  | 
 1 სემესტრი 01/02/2026 – 30/06/2026  | 
 ინგლისური  | 
|
| 
 ბაკალავრიატი  | 
 1 სემესტრი 01/02/2026 – 15/07/2026  | 
 ინგლისური  | 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
 - შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1);
 - EUROPASS CV;
 - ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
 - ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
 - სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
 - 1 სამოტივაციო წერილი;
 - 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)
 
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
 - წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
 - დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
 - კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
 - შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 27 სექტემბრის ჩათვლით, 2025;
 - შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
 - სტუდენტების საბოლო შერჩევა ვალადოლიდის უნივერსიტეტის მიერ;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge . 
