გლობალური ახალგაზრდული ბანაკი 2023 - სიას უნივერსიტეტი, ჩინეთი

20 სექტემბერი 2023

სიას უნივერსიტეტი,ჩინეთი (Sias University,China) აცხადებს დაინტერესებულ პირთა მიღებას 2023 წლის გლობალურ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად (30 ოქტომბერი - 4 ნოემბერი).

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს და არა მხოლოდ:

 

  • ლიდერობის შემსწავლელი პროგრამები;
  • ინდუსტრიული ვიზიტები;
  • კულტურული მოგზაურობები (თვითანაზღაურებადი);
  • ლექციები ჩინეთის ისტორიაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, მუსიკაზე და სხვა.

 

  • ლოკაცია: სიას უნივერსიტეტი, ჟენჯოუ, ჩინეთი.
  • პროგრამის საფასური: პროგრამაში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც ტრანსპორტირება პროგრამის ფარგლებში (ჩინეთის ტერიტორიაზე) კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა.
  • მონაწილეებს სიას უნივერსიტეტი სთავაზობს საერთო საცხოვრებელში განთავსებას, თუმცა ადგილები შეზღუდულია, რა შემთხვევაშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განთავსდნენ უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე სასტუმროში რომლის საფასურიც შეადგენს დღეში 25 ამერიკულ დოლარს.
  • მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობის ხარჯებს.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს)

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 17:00 საათი (საქართველოს დროით) 22 სექტემბერი, 2023.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international@sias.edu.cn

 

გისურვებთ წარმატებას!