Erasmus+ მობილობები აკადემიური პერსონალისთვის, 2024 გაზაფხულის სემესტრი

30 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს  და სავალდებულო 8 სალექციო საათს).

 

2024 გაზაფხულის სემესტში მობილობების განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ მიმართულებებზე:

 

პარტნიორი უნივერსიტეტი

ქვეყანა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების საფეხური

Inholland University of Applied Sciences

ნიდერლანდები

Law, Business Administration, Tourism

ბაკალავრიატი

FH JOANNEUM University of Applied Sciences

ავსტრია

Business Administration, Tourism

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

Polytechnical University of Valencia

ესპანეთი

Engineering

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

University of Economics in Katowice

პოლონეთი

Economics, Business Administration

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

University of Coruna (*კანდიდატს უნდა ჰქონდეს PhD ხარისხი)

ესპანეთი

Law, Information and Communication Technologies, Travel and Tourism

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

SMK University of Applied Sciences

ლიეტუვა

International Business, Marketing and Advertising

ბაკალავრიატი

The Mazovian University in Plock

პოლონეთი

Economics, Information Technology, English Philology, PR, Journalism

ბაკალავრიატი

National University of Political Studies and Public Administration (SNSPA)

რუმინეთი

Public Administration, Law, Political Science

ბაკალავრიატი

The University of Ss. Cyril and Methodius in Trnava

სლოვაკეთი

Media Communication, Media Relations

ბაკალავრიატი

Instituto Politécnico de Castelo Branco

პორტუგალია

Information Technology, Engineering

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი სკოლის დეკანისგან

 

 არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 10  დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სალექციო კურსისა და მობილობის საბოლოო თარიღების შეთანხმება პარტნიორი უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტთან;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მეილზე- ir@cu.edu.ge. ან, ეწვიეთ დეპარტამენტის ოფისს, მეორე სართული, B25.

 

გისურვებთ წარმატებას!