Creative Shock 2019

8 ოქტომბერი 2019

გაცნობებთ, რომ მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიეტუვა, (ISM University of Management and Economics) აცხადებს სტუდენტების მიღებას საერთაშორისო სოციალური ბიზნეს ქეისის კონკურსზე- "Creative Shock 2019", რომელიც ორგანიზებულია უნივერსიტეტის სტუდენტური ასოციაციის მიერ. 

 


პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: თავდაპირველად, მონაწილეებმა 2 სოციალური ბიზნეს ქეისი უნდა ამოხსნან, მეორე ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი გაემგზავრება ფინალურ ჩემპიონატზე ვილნიუსში. 



ფინალური ჩემპიონატის მთავარი პრიზები გახლავთ: 2000 ევრო და თურქეთის ავიახაზების ორმხრივი ბილეთი გამარჯვებულის მიერ შერჩეული ნებისმიერი მიმართულებით. 



ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 20:00 საათი (UTC+03:00, Eastern European Summer Time Zone)



დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი ან/და დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@creativeshock.lt