სასტიპენდიო კონკურსი უნგრეთში

15 დეკემბერი 2021

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი უნგრეთში  “Stipendium Hungaricum 2022-2023’’ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:

  • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე -  15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 15 იანვარი, 2022უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.

კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია:   https://stipendiumhungaricum.hu/apply/

დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.