ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

2 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“.

 

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

  • მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს
  • უკვე შემდგარ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს

 

კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან.

 

ტრენინგები უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

  • მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად
  • "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა
  • ბიზნეს პროექტის წერა
  • ფინანსური დაგეგმარება

 

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმამონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.



დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ  დოკუმენტი.