მოკლევადიანი კვლევითი პროგრამა - მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ

21 დეკემბერი 2023

მიჩიგანის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატები (University of Michigan, USA) არსებული ვაიზერის სახელობის ევროპისა და ევრაზიის ცენტრი იღებს განაცხადებს მოკლევადიან კვლევით პროგრამაში მონაწილეობისთვის.

 

დაინტერესებული კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • ასწავლიდეს უმაღლეს სასწავლებელში და ჰქონდეს საკუთარ დარგში დოქტორის ხარისხი;
  • ჰქონდეს მოწვევის წერილი მიჩიგანის უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის მენტორისგან, სადაც იგეგმება კვლევითი პროგრამის ჩატარება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

აპლიკაციის შესავსებად და საჭირო დოკუმენტებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

პროგრამა მოიცავს ფრენის ხარჯებს, განთავსებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა-15 იანვარი, 2024. 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: weiseraward@umich.edu

 

გისურვებთ წარმატებას!