ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრმა

2 სექტემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კავკასიის ბიზნესისა და კავკასიის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო საფეხურის  სტუდენტების მიღებას ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, გერმანია (Leipzig University of Applied Sciences, Germany) ერთობლივ საზაფხულო სკოლის პროგრამაში: “მაკროეკონომიკა, ვაჭრობა და ინტერკულტურული ბიზნესი: გერმანია და სამხრეთ კავკასია, მონაწილეობის მისაღებად. 

 

პროგრამა სრულად ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და მოიცავს შემდეგ ხარჯებს:

 

  • ორმხრივი ავიაბილეთები;
  • განთავსება (ორადგილიან ნომერში);
  • ყავის შესვენებები და ლანჩი

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: პროგრამა არ ფარავს საუზმისა და ვახშმის ხარჯებს.

 

პროგრამის სტრუქტურა: 

 

პროექტის მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება სწავლებისა და კვლევის სფეროში — ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესის სამართლისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით — ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს და სამხრეთ კავკასიის ორ წამყვან უნივერსიტეტს შორის: სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASUE) და კავკასიის უნივერსიტეტი(CU). 

 

ერთობლივი საზაფხულო სკოლის პროგრამა  ჩატარდება ორ ეტაპად:

 

17-19 სექტემბერი - ონლაინ სესიები 

22-26 სექტემბერი-  დასკვნითი სესიები ლაიფციგში ( ერთ კვირიანი მობილობა)

 

ერთობლივ საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველმა აქტიურმა  სტუდენტებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი;
  • EUROPASS CV;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0, ოთახი A2);
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენის ლექტორის მიერ გაცემული) 

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2025  წლის 7 სექტემბრის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;

 

*შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქამდე მონაწილეობა არ მიუღიათ საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge.  

 

გისურვებთ წარმატებას!