Azerbaijan State Oil and Industry University Summer School Program, 2018

21 ივლისი 2018

გაცნობებთ, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი, ბაქო, (Azerbaijan State Oil and Industry University), აცხადებს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას 2 კვირიან (5-18 აგვისტო) საზაფხულო პროგრამაზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება არის უფასო. სტუდენტს მოუწევს მხოლოდ ტრანსპორტირების, საცხოვრებლი ფართის, დაზღვევისა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა.

 

პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს:

  • სასწავლო კურსს
  • სასწავლო მასალებს
  • ექსკურსიებს
  • შიდა ტრანსპორტირებას (აეროპორტიდან და აეროპორტში ტრანსფერს)
  • კულტურულ ღონისძიებებს
  • დღეში სამჯერად კვებას & Coffee Break
  • გახსნისა და დახურვის ცერემონიალს
  • სპორტული კომპლექსით სარგებლობას

 

საჭირო დოკუმენტაცია:

 

  • პასპორტის ასლი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ნიშნების ფურცელი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (IELTS 6.0/TOEFL 107)

 

რეგისრტაციის ბოლო ვადა: 27.07.2018

 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: e.hasanova@asoiu.edu.az

 

გისურვებთ წარმატებებს!