შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2024-2025

25 ოქტომბერი 2023

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს 2024-2025 აკადემიური წლისთვის, სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ შვეიცარიის საელჩოს თბილისში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch 

 

და მოითხოვოთ განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტი.

 

მომზადებული დოკუმენტები კანდიდატებმა უნდა წარადგინონ თბილისში არსებულ შვეიცარიის საელჩოში.

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადა: 24 ნოემბერი, 2023. 12:00 საათი.

 

შემოთავაზებული სტიპენდიები და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებული სხვა დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

 

გისურვებთ წარმატებას!