ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა

1 მარტი 2021

გაცნობებთ, რომ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (Visegrad Scholarship Program)  აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის/კვლევის დაფინანსების მოპოვების მიზნით სტიპენდიების კონკურსს საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ ვიშეგრადის (V4 ) ქვეყნების (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) ნებისმიერ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

სტიპენდიის ფარგლებში საგანმანათლებლო პერიოდი:

 

  • სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის 1-4 სემესტრი
  • დოქტორანტურის სტუდენტებისათვის/მკვლევარებისათვის 1-2 სემესტრი

 

მკვლევარის სემესტრული სტიპენდია შეადგენს 2500 ევროს. (სტიპენდიის ინსტრუქციები)
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2020 წელი.
 
დეტალური ინფორმაცია განაცხადის წარდგენისა და პირობების შესახებ, გთხოვთ, იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
 
გისურვებთ წარმატებას!