ზამთრის სკოლა 2024 - იშქტეს ბიზნესის სკოლა

20 ნოემბერი 2023

იშქტეს ბიზნესის სკოლა, პორტუგალია (ISCTE Business School, Portugal) დაინტერესებულ კანდიდატებს იწვევს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2024 წლის 3-20 იანვარს, ლისაბონში.

კურსი: Cross-Cultural Communication and Negotiation

 

პროგრამის ღირებულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: 1000 ევრო
ღირებულება მოიცავს:

 

  • კურსის საფასურს;
  • კურსის მასალებს;
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, კომპიუტერების ლაბორატორიებისა და სხვა სივრცეების გამოყენებას;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათს ლისაბონში;
  • მისასალმებელ ლანჩსა და გამოსამშვიდობებელ სესიას;
  • ნიშნების ფურცელს ან სერტიფიკატს.

 

პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.

 

მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე  განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რათა დროულად მომზადდეს წინასწარი შესაბამისობის ფორმა რელევანტური სკოლის ჩართულობით.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გაიდლაინსა და პროგრამის ბროშურას, სადაც ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, აპლიკაციის გაუქმების პოლიტიკისა და კურსის სილაბუსის შესახებ.

 

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt

 

გისურვებთ წარმატებას!