ზამთრის სკოლა - გდანსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

25 სექტემბერი 2023

გდანსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) აცხადებს დაინტერესებულ პირთა აპლიკაციების მიღებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, გდანსკის უნივერსიტეტში.

 

ზამთრის სკოლის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები:

 

  • მზადება მომავლისთვის - სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის თანამედროვე პრობლემები
  • უახლესი ინოვაციები ფინანსურ სექტორში
  • საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხები
  • ევროპული გარემოსდაცვითი სამართლის თანამედროვე გამოწვევები
  • საჯარო სამართლის თანამედროვე, მოწინავე პრობლემები

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური: 1500 ევრო.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 სექტემბერი, 2023.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბროშურა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: katarzyna.malachowska@prawo.ug.edu.pl