Erasmus+ ჩამომსვლელი სტუდენტი

მოგესალმებით, ძვირფასო Erasmus +  გაცვლითი პროგრამის სტუდენტებო. მოხარულნი ვართ, რომ გსურთ სწავლა საქართველოში, კონკრეტულად, კავკასიის უნივერსიტეტში. CU ოჯახში გაწევრიანებით, თქვენ გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა:

 

  • ისწავლოთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში
  • მიიღოთ ხარისხიანი განათლება
  • გამოსცადოთ სხვადასხვა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდები
  • ჩაერთოთ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაში
  • ჩაეფლოთ მდიდარ ქართულ კულტურაში  

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დაგეხმარებათ კავკასიის უნივერსიტეტში  გაცვლითი სტუდენტის სტატუსის მიღების პროცესში. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge