„Erasmus+"- ის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია იმ სტუდენტს, რომელიც ირიცხება კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე და აკმაყოფილებს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
წამსვლელი სტუდენტები
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
- სტუდენტებს უნდა ქონდეთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS- 6.0; TOEFL-78)
- სტუდენტებს უნდა ქონდეთ მიმდინარე GPA მინიმუმ 3.0
- ბაკალავრიატის სტუდენტებს წარმატებით უნდა ქონდეთ დამთავრებული პირველი აკადემიური წელი კავკასიის უნივერსიტეტში
- ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქოტორანტურის სტუდნტები არ უნდა იყვნენ დამამთვრევრებელ სემესტრში
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ბაკალავრიატის II, III ან IV კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს
- მაგისტრატურის II კურსის სტუდენტებს
- დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია:
- სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ “F” შეფასება ნიშნების ფურცელში
- სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება კავკასიის უნივერსიტეტში
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხონებს
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ “Erasmus Mundus”-ის ან “Erasmus+”-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- CV ევროპასის ფორმით;
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS-6.0 /Toefel ibt–78);
- ნიშნების ფურცელი(ოთახი A2);
- სტუდენტისაქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- 1 სამოტივაციო წერილი (როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი-ინგლისური ვერსია);
- 1 სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენისლექტორის მიერ გაცემული).
- 
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი 
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
- კონკურსში უპირატესობა ენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და ფლობს ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატს (IELTS/TOEFL)
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიმღები ქვეყნის შესაბამისად:
- ბელგია, დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი – 900 ევრო
- საბერძნეთი, ესპანეთი, ესტონეთი, მალტა, კვიპროსი, სლოვენია, სლოვაკეთი, პორტუგალია, ლატვია, ჩეხეთი- 850 ევრო
- ბულგარეთი, ხორვატია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია, თურქეთი - 800 ევრო
- სხვა დანარჩენი პარტნიორი ქვეყნები - 700 ევრო.
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხილეთ:
Travel Distance Calculator:
- 10 - 99 კმ: 28 ევრო
- 100- 499 კმ: 211 ევრო
- 500 – 1999 კმ: 309 ევრო
- 2000- 2999 კმ: 395 ევრო
- 3000 - 3999 კმ: 580 ევრო
- 4000 - 7999 კმ: 1188 ევრო
- 8000 კმ. ან მეტი: 1735 ევრო
შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე.








































































