კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში, იტალია

28 მაისი 2022

23-27 მაისს, ტუშას უნივერსიტეტმა, იტალია (University of TUSCIA, Italy), საერთაშორისო კვირეულის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდნენ, კავკასიის ეკონომიკის სკოლის ლექტორი სოფიო ოგბაიძე, კავკასიის ბიზნესისა და ეკონომიკის  სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი მარიამ ჯინჭველეიშვილი და სტუდენტური ღონისძიებებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, თამუნა არდაშელია.

 

პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ  სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში, გაცნობოდნენ ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის საქმიანობას და ერაზმუსის სხვადასხვა პროექტებს, ასევე გაეგოთ მეტი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

 

ტუშას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე სტუდენტების გაცვლას, ასევე ლექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.