კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

10 ივლისი 2023

2023 წლის 26-30 ივნისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლასა და რედბაუდის უნივერსიტეტს (Radboud University Nijmegen, the Netherlands) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტმა და კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ერთ-კვირიან საზაფხულო სკოლაში (Radboud Summer School) და დაესწრო სალექციო კურსს - „Introduction to R “.

 

კურსის ფარგლებში, ადგილობრივი პროფესორების ჩართულობით, განხილული იქნა პროგრამული ენა R, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიურ კვლევებშიც და ჟურნალისტიკაშიც, კონკრეტულად მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პროცესში. 

 

აღნიშნულ პროგრამულ ენას თანამედროვე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მნიშვნელოვანი როლი აქვს, მსგავს კურსებზე წარმომადგენლის დასწრება კი მნიშვნელოვანია ამ ტენდენციების კავკასიის უნივერსიტეტში დასამკვიდრებლად.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში ნინო ჟიჟილაშვილი ესტურმა ინჰოლანდის უნივერსიტეტის (Inholland University of Applied Sciences, The Netherlands) ჰააგის კამპუსს, სადაც შეხვედრა გაიმართა კომუნიკაციის პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორც Erasmus+ მობილობების ასევე ერთობლივი პროგრამების მიმართულებებით.