კახა შენგელია IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე

27 ივლისი 2023

26 ივლისს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. 

 

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და განათლების ღირებულებაზე, ასევე გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და პირადად მიულოცა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა. 

 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრები გამართა IUBAT-ის წარმომადგენლებთან უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.